Saturday, October 11, 2014

პროექტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

პროექტის სათაური
„დედაენა ბურჯია ერისა“
პროექტის მთავარი იდეა
ენის მნიშვნელობის გააზრება; ბრძოლა ენის დაცვისათვის.
პროექტის აქტუალობა
გამოუმუშავდებათ მართლწერისა და კითხვის უნარები, კითხვის ვერბალური და არავერბალური ხერხრების გამოყენება.
პროექტის მიზნები
ქართული ენის განვითარების ისტორიის კვლევა, ქართული ენის პოპულარიზაცია, ნახატში გაცოცხლებული დედაენა.
მონაწილეთა ასაკი
11 – 17 წელი.
ვადები/ ხანგრძლივობა
1 თვე
მოსალოდნელი შედეგები
მხატვრული კითხვის დაუფლება, წერის უნარის განვითარება, აფორიზმის აზრის წვდომის უნარის განვითარება.
პროექტისთვის საჭირო რესურსები
ფორმატის ფურცლები, ფერადი ფანქრები, მარკერები, კომპიუტერი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა
I აქტივობა - ბავშვების დაყოფა ჯგუფებად და დავალებების მიცემა.
  დავალება - ქართული ენის განვითარების ისტორიის მოძიება; ცნობილი ადამიანები ქართული ენის შესახებ.
II  აქტივობა - მოძიებული ინფორმაციის ორგანიზება და წარდგენა.
III აქტივობა - საყვარელი ნაწარმოებებიდან საინტერესო ეპიზოდების გაცოცხლება.
IV აქტივობა - ჩანახატის, მინიატურის ან ნოველის დაწერა თავისუფალ თემაზე.
V აქტივობა - კონკურსი „ვინ მეტი აფორიზმი იცის ? “.
VI აქტივობა - „ჩვენ ვწერთ ლამაზად“ - საუკეთესო კალიგრაფისტის გამოვლენა.
VII აქტივობა - მხატვრული კითხვის დიდოსტატების ვიდეოჩანაწერების ნახვა და საკუთარი ძალების მოსინჯვა.
VIII აქტივობა - პროექტის შესახებ პრეზენტაციის მომზადება, პრეზენტირება და ბლოგზე გამოქვეყნება.
IX აქტივობა - წერილობითი ანგარიშის მომზადება პროექტის შესახებ და ამ ანგარიშის ბლოგზე გამოქვეყნება.
X აქტივობა  - გამარჯვებულების დაჯილდოვება სიგელებით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ–თან კავშირი:
ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ისტ, ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი
რუსუდან გიგინეიშვილი - გიორგაძე
პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
rgigineishvili@gmail.com
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი
http://rgigineishvili.blogspot.com/

No comments:

Post a Comment